სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 10 ქულა - სან ანტონიო ვაშინგტონში დამარცხდა

გამთენიისას NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ 124:136 დამარცხდა.

მამუკელაშვილმა შეხვედრაში 28:03 წუთი ითამაშა, 10 ქულა ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ მოხსნა და 3 გადაცემა შეასრულა.

„მამუმ“ 2 არაზუსტი სამიანი ისროლა, 6 ორქულიანიდან კი 5 ჩააგდო. 5 მოხსნიდან 3 შეტევაში ჰქონდა, 2 კი საკუთარ ფარზე. ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ჯარიმაც მიიღო.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი „სან ანტონიოს“ ფორვარდი კელდონ ჯონსონი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა - 30 ქულა, 10 მოხსნა. „ვაშინგტონელთა“ შორის ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ტრე ჯონსსაც - 10 ქულა, 12 მოხსნა.

„სან ანტონიო“ ამ მარცხის შემდეგ 19 მოგებითა და 55 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. პოპოვიჩის გუნდს შემდეგი შეხვედრა 27 მარტს სტუმრად „ბოსტონთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა“
სპალეტი: „ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა“