გოგა ბითაძე, დენვერ ნაგეთსი, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ბითაძის გარეშე - ორლანდომ დენვერი დაამარცხა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში გოგა ბითაძის ორლანდომ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს დენვერს უმძიმეს ბრძოლაში 127:126 მოუგო.

სამწუხაროდ, ქართველი კალათბურთელი მუხლის ტრავმის გამო მეჯიქს ჯერ კიდევ ვერ ეხმარება.

ორლანდოს მხრიდან საუკეთესო ენტონი ბლექი იყო, რომელმაც 30 წუთსა და 6 წამში 38 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.

რაც შეეხება დენვერს, საუკეთესო, რა თქმა უნდა, იოკიჩი იყო. სერბმა კალათბურთელმა 30 წუთში სამმაგი დუბლი მიითვალა - 34 ქულა, 21 მოხსნა და 12 პასი.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო დენვერი დასავლეთში მესამე ადგილზეა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები