ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნომინანტებს შორისაა | კვარას შანსი აქვს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს

„ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია, სერია A-ს თვის (მარტის) საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. რამდენიმე წუთის წინ, აღნიშნული ჯილდოს 5 პრეტენდენტის ვინაობა გახდა ცნობილი და მათ შორის „კვარასაც“ ვხედავთ.

„პარტენოპეის“ შემტევის კონკურენტები კიმ მინ ჯე, არმან ლორიენტე, ადრიენ რაბიო და დესტინი უდოგი არიან. გულშემატკივრებს თავიანთი რჩეულისთვის ხმის მიცემა ამ ლინკზე შეუძლიათ და ხვიჩას შანსი აქვს, ეს ჯილდო მესამედ მოიგოს.

მარტში, „ნაპოლიმ“ სერია A-ში 3 შეხვედრა გამართა და „ტორინოს“, „ატალანტასა“ და „ლაციოს“ დაუპირისპირდა. კვარაცხელიამ „ტორინოსთან“ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, „ატალანტასთან“ კი ბრწყინვალე ბურთი გაიტანა. ამ 3 შეხვედრაში, „კვარამ" მოედანზე ჯამში 265 წუთი გაატარა და 6 ხელსაყრელი შანსი შექმნა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა თებერვლისა და აგვისტოს MVP-ია და შანსი აქვს, რეკორდი გააუმჯობესოს. აქამდე, ერთ სეზონში ეს ჯილდო 2-ჯერ არავის ჰქონდა მოგებული და „კვარა“ მესამეზე მიდის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარა და მისი 3 ოცნება | რას წერს Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე
კვარა და მისი 3 ოცნება | რას წერს Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე