ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ესპანურ კლუბებს კვარას შეძენა 6 მილიონად შეეძლოთ | რატომ არ შედგა ტრანსფერი

საფეხბურთო აგენტმა, პაბლო სეიხასმა „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ესპანურ კლუბებს მისი გაფორმება „პარტენოპეიმდე" შეეძლოთ. „კვარას“ ტრანსფერთან ყველაზე ახლოს „სევილია“ იყო, მაგრამ საბოლოოდ, ანდალუსიელებმა უარი თქვეს.

„ვალენსიაზე, ლევანტეზე და სევილიაზე მიდიოდა საუბარი და სატრანსფერო თანხა 6 მილიონი ევრო იყო. ხვიჩასთან ყველაზე ახლოს სევილია გახლდათ, მაგრამ კლუბის საფეხბურთო დირექტორმა, მონკიმ ტრანსფერზე უარი თქვა. მაშინ სევილიას კვარაცხელიას პოზიციის ფეხბურთელები საკმარისად ჰყავდა და კლუბში მისი პოტენციალი ვერ დაინახეს“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

ქართველი ფეხბურთელის წარმატებული ასპარეზობა მის სატრანსფერო ფასზეც აისახა. ცნობილი სააგენტოს, Transfermarkt-ის მიხედვით, ხვიჩას ამჟამინდელი ღირებულება 85 მილიონი ევროა. აქამდე, „კვარა“ 60 მილიონი ევრო ღირდა და მისი ფასი 25 მილიონით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
20 ქულა და პირადი რეკორდი | მამუს საუკეთესო მატჩი სან ანტონიოს რიგებში
20 ქულა და პირადი რეკორდი | მამუს საუკეთესო მატჩი სან ანტონიოს რიგებში