სანდრო მამუკელაშვილი, გრეგ პოპოვიჩი
Aa
Aa

„ძალიან გამაკვირვა, მასზე არაფერი ვიცოდი“ - გრეგ პოპოვიჩმა მამუ შეაქო

გრეგ პოპოვიჩი NBA-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მთავარი მწვრთნელია. ლეგენდარული სპეციალისტი „სან ანტონიო სპურსს“ უდგას სათავეში, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი ასპარეზობს. ტექსასელებმა „მამუ“ რამდენიმე კვირის წინ გაიფორმეს და პოპოვიჩი მის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია.

„ნიუ ორლეან პელიკანსთან“ ჩანიშნულ მატჩამდე, გრეგმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების ერთ-ერთი შეკითხვა სანდროს შეეხებოდა. „სან ანტონიოს“ თავკაცმა ქართველი კალათბურთელი დაახასიათა და არ დამალა, რომ მისი გაფორმებისას, „მამუზე“ არაფერი იცოდა.

„ეჭვგარეშეა, რომ მამუკელაშვილი მოსალოდნელზე უკეთ ასპარეზობს. სანდროს ესმის, კალათბურთი როგორ ითამაშოს და ტიპური ევროპელი კალათბურთელია. ბურთის გარეშე ბევრს მოძრაობს და იცის, პარკეტზე ყოფნისას სივრცის გაჩენა რა მნიშვნელოვანია. მამუკელაშვილს კარგი უნარები აქვს და კარგი ათლეტია. დიახ, მისი აყვანისას არ ვიცოდი, ვინ იყო და ძალიან გამაკვირვა“.

შეგახსენებთ, რომ „ნიუ ორლეანის“ წინააღმდეგ „მამუმ“ შესანიშნავად იასპარეზა და აქტივში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა. ქართველი კალათბურთელის გუნდს მომდევნო მატჩი ხვალ დილით, „მილუოკი ბაქსთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ არ იბადებიან კვარაცხელიები იტალიაში?“ - დი ლორენცოს პასუხი
„რატომ არ იბადებიან კვარაცხელიები იტალიაში?“ - დი ლორენცოს პასუხი