ბეშიქთაში, დელე ალი
Aa
Aa

გუნდიდან მოკვეთეს - დელე ალის პრობლემები ბეშიქთაშშიც გრძელდება

დელე ალის კარიერა, რომ უკან წავიდა ეს ახალი არავისთვის არის. ერთ დროს ამომავალი ვარსკვლავი და უდიდესი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელი ახლა ბურთს „ბეშიქთაშში“ აგორებს, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის ინგლისელი ნახევარმცველი ბურთს ვეღარ აგორებს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ თურქული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სენო გიუნეშმა დელე ალი გუნდიდან მოკვეთა და უკანასკნელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას მთელი სეზონის განმავლობაში არანაირ შანსს აღარ მისცემს და სანამ „ევერტონში“ დაბრუნდება მატჩების ყურება ტელევიზორიდან მოუწევს.

ამის მიზეზი ინგლისელი ნახევარმცველის უდისციპლინობა გახდა. „ტოტენჰემის“ ყოფილი ფეხბურთელი ვარჯიშებზე გამუდმებით აგვიანებს და მეტიც, იყო შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ მივიდა. გიუნეშმა მას ბევრჯერ აპატია, მაგრამ, როგორც ჩანს მას ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა.

შეგახსენებთ, რომ დელე ალი „ბეშიქთაშში“ იჯარის წესით არის განათხოვრებული და მისი საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.

ამ პერიოდის განმავლობაში 26 წლის ინგლისელმა თურქული გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 15-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები