Aa
Aa

"უეფამ" "ჩემპიონთა ლიგის" სეზონის ფეხბურთელად რონალდუ დაასახელა!

"უეფამ" გასული სეზონის ნომინანტები დააჯილდოვა. "ჩემპიონთა ლიგის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ჯანლუიჯი ბუფონი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოდნენ.

როგორც მოსალონდელი იყო, გამარჯვება რონალდუს დარჩა, რომელმაც "რეალთან" ერთად "ჩემპიონთა ლიგა" მოიგო.

პორტუგალიელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალურ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მთლიანად 2016-17 წლების გათამაშება კი 12 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

საუკეთესო მეკარე - ჯანლუიჯი ბუფონი.

საუკეთესო მცველი - სერხიო რამოსი.

საუკეთესო ნახევარმცველი - ლუკა მოდრიჩი.

საუკეთესო თავდამსხმელი - კრიშტიანუ რონალდუ.

საუკეთესო ფეხბურთელი - კრიშტიანუ რონალდუ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები