ეროვნული ნაკრები, დინამო თბილისი, ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი 17 წლის დებიუტანტზე: ,,გორეცკას ჰგავს, მშრომელი და აქტიურია“

მარტში გასამართი მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას 17 წლის დებიუტანტი შეუერთდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, დინამო თბილისის ფეხბურთელი, გაბრიელ სიგუა, ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოემზადება.

მარტის სანაკრებო მატჩების წინ, ვილი სანიოლი მედიას შეხვდა და სხვადასხვა თემაზე ესაუბრა, მათ შორის, დებიუტანტზეც:

,,გაბრიელ სიგუა თანამედროვე პროფილის ფეხბურთელია, ის ლეონ გორეცკას ჰგავს: აქტიურია, მშრომელი და თავისი ასაკისთვის შესანიშნავად განვითარებული. სანაკრებო სიაში ის ფეხბურთელი ხვდება, რომელიც თამაშისთვისაა მზად და არ ხვდება იმიტომ, რომ სასტუმროში დრო გუნდთან ერთად გაატაროს.

გაბრიელის თამაში ძალიან მომეწონა და გამოძახებამდე მის სანაკრებო შანსზე ბევრი ვიფიქრე. სიგუას დიდი პოტენციალი აქვს".

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში სიგუამ დინამო თბილისის ფორმით 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სიგუა გიორგი ჩიტაურის საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს კაპიტნობდა, სადაც მისი დებიუტი 15 წლის ასაკში შედგა. 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა, შემდეგ  ლაშა ფირცხლაიშვილმა 18-წლამდე ნაკრებში გადაიყვანა, 18-წლამდე ნაკრებიდან კი რამაზ სვანაძემ 21-წლამდე შემადგენლობაში უხმო, რის შემდეგაც, ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

ვილი სანიოლის სრული პრესკონფერენცია, საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადი და მატჩების განრიგი იხილეთ შემდეგ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას უნიკალური მიღწევა - აქამდე, ეს მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა გააკეთა
კვარას უნიკალური მიღწევა - აქამდე, ეს მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა გააკეთა