ხვიჩა კვარაცხელია, ჯენარო გატუზო, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„თითქოს ისევ ჯორჯ ბესტს ვხედავთ“ - გატუზომ ხვიჩასა და ოსიმენზე ისაუბრა

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯენარო გატუზომ, რომელიც „ვალენსიადან“ წამოსვლის შემდეგ უმუშევარია, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Radio Anch'io lo Sport-თან ისაუბრა.

გატუზო კვარაცხელიაზე:„თითქოს ისევ ჯორჯ ბესტს ვხედავთ, საოცარ რაღაცებს აკეთებს საოცარი სიმსუბუქით. „ნაპოლი“ ის გუნდია, რომელიც ამაღელვებელ და საოცნებო ფეხბურთს თამაშობს“.

გატუზომ ოსიმენზე: „ვიქტორ ოსიმენი „ლილიში“ ძალიან კარგი იყო. მისი გადაბირება მარტივი არ იყო, კრისტიანო ჯუნტოლიმ კარგად იმუშავა. როცა „ნაპოლიში“ ვმუშაობდი, რამდენიმე თვით გამოგვაკლდა და ეს დიდი დანაკლისი იყო. ძალიან სწრაფი და ტექნიკურია, საოცარი მოთამაშეა. „ნაპოლი“ არ არის მხოლოდ ოსიმენი.

რაც შეეხება ლობოტკას, მან ჩემთან მუშაობისას თავისი შესაძლებლობები საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10).

სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარკეჯანი: „კვარათი აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ოსიმენი განსაკუთრებულია“
მარკეჯანი: „კვარათი აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ოსიმენი განსაკუთრებულია“