მანჩესტერ იუნაიტედი, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ჯულია რობერტსი
Aa
Aa

“იუნაიტედის თამაშზე იყო, ჩვენთან არასდროს მოსულა“ - გუარდიოლა ჯულია რობერტსზე

„ლაიპციგის“ დამარცხების შემდეგ, პეპ გუარდიოლამ უჩვეულო პრესკონფერენცია მოაწყო. ესპანელმა სპეციალისტმა თავის იდეალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯულია რობერტსი ძალიან უყვარს. მეტიც, 2016 წელს პეპი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაშის საყურებლადაც წავიდა, რადგან იქ ცნობილი მსახიობი ეგულებოდა.

რა თქვა პეპმა?

„ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი ვარ. ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგა, რომ მოვიგო თავს მაინც წარუმატებლად ჩავთვლი. ზოგადად, ცხოვრებაში 3 იდეალი მყავს. მაიკლ ჯორდანი, ტაიგერ ვუდსი და ჯულია რობერტსი.

რამდენიმე წლის წინ, ჯულია რობერტსი „იუნაიტედის“ თამაშს დაესწრო. მე არ ვსაუბრობ იმ პერიოდზე, როცა სერ ალექსი თავის გუნდთან ერთად ტიტულს ტიტულზე იგებდა. რობერტსი მაშინ მივიდა მათ თამაშზე, როდესაც ჩვენ „იუნაიტედზე“ უკეთესები ვიყავით.

სამწუხაროდ, ის ჩვენი თამაშის საყურებლად არასდროს მოსულა. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგა, რომ მოვიგოთ არ შეედრება იმ ფაქტს, თუ ჯულია ჩვენ თამაშზე მოვა. ჩემპიონთა ლიგის მოგებაც ვერ გამოასწორებს იმ იმედგაცრუებას, რაც მე მაშინ მივიღე. მე მის სანახავად „იუანიტედის“ თამაშზე წასვლა მომიწია.“

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით დაპირისპირებაში „ლაიპციგი“ 7:0 დაამარცხა. 7-დან 5 გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა, რომელმაც ლეო მესისა და ლუის ადრიანოს შედეგი გაიმეორა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა გარემარბისგან განსხვავდება“ - დი კანიომ კვარა შეაქო
„ყველა გარემარბისგან განსხვავდება“ - დი კანიომ კვარა შეაქო