მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, დენა უაითი, მეტ ფრევოლა
Aa
Aa

„მხოლოდ ფული გადარდებს“ - მერაბზე გაკეთებული კომენტარის გამო უაითი გააკრიტიკეს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მეტ ფრევოლამ, რომელიც მერაბ დვალიშვილის მეგობარია, დენა უაითი გააკრიტიკა. ფრევოლა UFC-ის პრეზიდენტის მიერ „მანქანასთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„ერთგულება, ღირსება და პატივისცემა ფულზე, დიდებაზე და საჩემპიონო ქამრებზე მეტს ნიშნავს. მარტივი არაა ამას ჩაწვდე, როცა მხოლოდ დოლარის ნიშნები გადარდებს“.

რა თქვა უაითმა მერაბისა და იანის ჩხუბზე

„მერაბის პოზიცია ალჯოსთან ჩხუბზე? ეს ჩემთვის სასაცილოცაა. გარკვეული დროის წინ, სავარჯიშო კემპები დიდი არ ყოფილა და მებრძოლებს ფართო არჩევნის შანსიც არ ჰქონიათ. ამის გამო ისინი ხშირად ამბობდნენ - „ის ჩემი მეგობარია, ეს ჩემი მეგობარია...“ თქვენ ჩხუბის შემდეგაც შეგიძლიათ მეგობრობა... ეს პოზიცია მერაბისთვის ცუდი იქნება...თავად უნდა გადაწყვიტოს: შემდეგში მიიღოს საჩემპიონო მატჩი, თუ სურს, გადაახტნენ ისეთი მებრძოლები, რომლებიც რეიტინგში მასზე უკან არიან. მას შეუძლია, ჩემპიონის ტიტულზე ბრძოლა, მაგრამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. თუ ისეთი გზა სურს, როგორიც თვითონ თქვა, მაშინ მის ისტორიას კარგი დასასრული არ ექნება. მერაბი დიდი ბიჭია და იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ფენომენალური ბრძოლა ჩაატარა, რუს მეტოქეს, პიოტრ იანს შანსი არ დაუტოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. ჩხუბის შემდეგ, „მანქანამ“ ჩიტო ვერასთან და კორი სენდჰეგენთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ მიუღია მერაბს 50 000? | მალიხინი ყველაფერს ქართველს აბრალებს
რატომ არ მიუღია მერაბს 50 000? | მალიხინი ყველაფერს ქართველს აბრალებს