სანდრო მამუკელაშვილი, გრეგ პოპოვიჩი
Aa
Aa

„მისით აღფრთოვანებული ვარ“ - პოპოვიჩმა მამუკელაშვილი შეაქო

დღეს დილით, „სან ანტონიომ“ „დენვერს“ 128:120 მოუგო. გამარჯვებაში თავისი სოლიდური წვლილი მამუკელაშვილმაც შეიტანა. ქართველმა პარკეტზე 12 წუთი გაატარა, მისი მონაგარი 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი იყო. მამუკელაშვილმა ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, 3-დან 2 ზუსტი სამქულიანი ესროლა და ორიდან 1 საჯარიმო გამოიყენა.

მისი ბოლო სამიანი შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა. როცა ანგარიში 116:120 იყო, „მამუს“ სამქულიანმა სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა და მატჩს წერტილი დაუსვა.

მატჩის შემდგომ გრეგ პოპოვიჩმა სანდროზე ისაუბრა და მედიის წინაშე ის შეაქო:

„სანდრო ნიჭიერი ბავშვია. მისი თამაში ჩვენ მოგვწონს. მას მართლაც კარგი ათლეტურობა აქვს. ის არის კალათბურთელი, რომელმაც თავის საქმე იცის. ის ევროპულ სტილში თამაშობს, მოძრავია და ჭკვიანი. მისით აღფრთოვანებული ვარ. ის გუნდს კარგად დაეხმარა“.

- აღნიშნა ლეგენდარულმა გრეგ პოპოვიჩმა შეხვედრის შემდეგ.

აქვე გეტყვით, რომ „სან ანტონიომ“ სეზონში მე-17 შეხვედრა მოიგო. მომდევნო დაპირისპირება პოპოვიჩის გუნდს 13 მარტს „ოკლაჰომასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის კვარას პოსტზე ჰკითხეს - „ხვიჩა სწორად მოიქცა“
სპალეტის კვარას პოსტზე ჰკითხეს - „ხვიჩა სწორად მოიქცა“