ავსტრალია დაამარცხეს - წყალბურთელების გამარჯვება მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე
Aa
Aa

ავსტრალია დაამარცხეს - წყალბურთელების გამარჯვება მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. მონტენეგროსთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, ჩვენი გუნდი ავსტრალიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა - 13:12.

მატჩის პირველი პერიოდი ავსტრალიამ 2:1 იმარჯვა, დიდ შესვენებაზე კი 4:3-ს იგებდა. ქართველებმა მე-3 მეოთხედი მაღალ დონეზე ჩაატარეს და 7 გოლი გაიტანეს, მეტოქისგან კი მხოლოდ 4 მიიღეს. დასკვნით პერიოდში, ავსტრალიამ ჩვენს გაქცევას კარგად უპასუხა და შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთითა და 31 წამით ადრე, 12:11-ს იგებდა, თუმცა დადვანისა და შუშიაშვილის გოლების წყალობით, რომელმაც მატჩის დასრულებამდე 17 წამით ადრე შეაგდო, 13:12 ვიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მარკო იელაჩა იყო, რომელმაც 3 გოლი გაიტანა. იოვან სარიჩმა, სანდრო ადეიშვილმა და ანდრია ბითაძემ 2-2 გოლი გაიტანეს, ხოლო დუშან ვაშიჩმა, ვალიკო დადვანმა, ნიკა შუშიაშვილმა და გიორგი მაგრაქველიძემ თითო-თითო ბურთი შეაგდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს 1 მოგება და 1 წაგება აქვს. ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე ესპანეთია, რომელმაც 2-დან 2 თამაში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები