„ტოლოის საკმაოდ რთული მატჩი ექნება“ - ბერგამოელთა სააგენტო
შაბათს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს მომდევნო ტურში ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს.
მოახლოებულ შეხვედრაზე „ატალანტასთან“ დაახლოებული სააგენტო, Prima Bergamo წერს და ყურადღებას გუნდის მცველ, რაფა ტოლოისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუელზე ამახვილებს.
რა წერია სტატიაში:
პირველ თამაშში ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია, თუმცა „ნაპოლიმ“ მაინც შეძლო გამარჯვება სეზონში ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი სპექტაკლის წყალობით. შესაბამისად, „ნაპოლის“ შემადგენლობაში კვარაცხელიას ყოფნით, თუ არყოფნით განსაკუთრებული სხვაობა არ იქნება, მაგრამ მომავალ მატჩში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტერესს 2001 წელს დაბადებული ვარკსვლავისა და „ატალანტას“ კაპიტნის, რაფა ტოლოის დაპირისპირება იწვევს.
32 წლის მცველი ტოლოი ალბათ ტანჯვისთვის არის განწირული, თუმცა ის იტალიის ჩემპიონატში ერთადერთი მცველია, რომელსაც ტაქტიკური ინტელექტის ხარჯზე კვარაცხელიას მსგავსი მოწინააღმდეგის შეკავება შეუძლია.
ის, რაც ქაღალდებზე წერია, მოედანზეც უნდა დადასტურდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ტოლოი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ ქველაზე გადამწყვეტ მოთამაშეს შეეჯიბრება. კვარაცხელიას ციფრები გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ტოლოის ძალიან რთული მატჩი ექნება. როდესაც „ნაპოლის“ 77 ნომერი ბურთს იღებს, მისი შეკავება ძალიან რთულია. ამიტომ, მის წინააღმდეგ გუნდურად თავის დაცვა იქნება საჭირო.
ამ დროდე, ტოლოის ძალიან კარგი სეზონი აქვს. „ატალანტას“ სამკაციანი დაცვის ხაზის მარჯვენა ფლანგი ყოველთვის მის ხელში იყო და რამდენჯერმე პერსონალურ წარმატებებსაც მიაღწია. ის შეტევაშიც მიდის და გასულ შაბათს, „უდინეზეს“ წინააღმდეგ შესანიშნავი გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა. მაგრამ მარადონაზე ის შედარებით უკნიდან ითამაშებს, რადგან მეტოქე კვარაცხელიაა. თუ ტოლოი კვარაცხელიას წინააღმდეგ საიმედოდ დადგება, მაშინ გუნდის წარმატების შანსი უფრო ამაღლდება.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ატალანტას“ პირველ მატჩი, რომელიც ბერგამოში გაიმართა, ხვიჩა კვარაცხელიამ ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა. ბერგამოული შეხვედრა „ნაპოლიმ“ 1:2 მოიგო, მომავალი მატჩი კი 11 მარტს, საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება.