ტოტენჰემი, მილანი, ჩემპიონთა ლიგა, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

პიოლი: “შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავედით“

2012 წლის შემდეგ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად გავიდა. „როსონერიმ“ „ტოტენჰემის“ ბარიერის დაძლევა მოახერხა. მატჩის შემდეგ, იტალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

პიოლი:

„კარგად ვიმუშავეთ. გუნდს ვთხოვე, რომ მტკიცე ხასიათით ეთამაშა და ბურთი მაქსიმალურად შეენარჩუნებინა. ვფიქრობ, თუ გავითვალისწინებთ როგორ ვითამაშეთ ორივე მატჩში, სავსებით დამსახურებულად გავედით. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, ჯგუფური ეტაპის დაძლევა იყო მნიშვნელოვანი, რადგან წინა წელს ეს არ გამოგვივიდა. ვნახოთ, ვინ შეგვხვდება მეოთხედფინალში.

შემდეგ ეტაპზე აუცილებლად დიდ გუნდს შევხვდებით, მაგრამ „ტოტენჰემიც“ დიდი გუნდია და ამას ყოველთვის ვიტყვი. ოცნება კარგია, მაგრამ ახლა სერია ა-ზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რადგან ოთხეულში ადგილი დავკარგეთ და უნდა დავიბრუნოთ.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი პსჟ-ში? - მისი აგენტი პსჟ-ს სპორტულ დირექტორს შეხვდა
ოსიმენი პსჟ-ში? - მისი აგენტი პსჟ-ს სპორტულ დირექტორს შეხვდა