ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის ხვიჩას თანხმობა აქვს | კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერება

სერია A-ს მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაა. „პარტენოპეის“ გარემარბით ევროპული გრანდები ინტერესდებიან და სხვადასხვა დროს, იგი „სიტის“ „ნიუკასლს“, „რეალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირეს.

ნეაპოლელები მის გაშვებას არ აპირებენ და Il Mattino-ს დღევანდელ ნომერში ნათქვამია, რომ მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი აუცილებლად გაფორმდება. იტალიური გამოცემის მიხედვით, „ნაპოლიმ“ „კვარასგან“ ხელშეკრულების 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებაზე თანხმობა უკვე მიიღო და ყველაფერი დროის ამბავია.

საინტერესოა, რომ Il Mattino-ს ცნობით, ხვიჩას განახლებულ კონტრაქტში მისი გამოსასყიდი თანხა მითითებული არ იქნება. იტალიური გამოცემის მიხედვით, ეს კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისისის პოზიციითაა განპირობებული, რომელიც დიდი ხანია, ხელშეკრულებებში გამოსასყიდი თანხის ჩაწერის მოყვარული აღარაა და თვლის, რომ მის გარეშე, მოლაპარაკებებისას სერიოზული ბერკეტი ექნება.

შეგახსენებთ, რომ იტალიური პრესის მიხედვით, „კვარას“ ანაზღაურება სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც სერიოზული ბონუსები დაემატება. რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, საბოლოო შეთანხმება მაისში დაიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე მატჩი სან ანტონიოს რიგებში - მამუს სამიანი და 2+1
მეორე მატჩი სან ანტონიოს რიგებში - მამუს სამიანი და 2+1