ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: ჩემ მისვლამდე გუნდში დისციპლინა არ იყო

ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მის მისვლამდე არსებულ ვითარებას იხსენებს და პრობლემებზე საუბრობს, რომლის გამოსწორებაც მას მოუხდა. მან ასევე გუნდში კაზემიროს როლიც აღნიშნა.

„გუნდს დისციპლინა აკლდა. და მე ამაზე ტყუილის თქმა არ მჭირდება. საუკეთესო მოთამაშეებს მოსწონთ წესრიგი და არა მხოლოდ მოედანზე, ამიტომ არის წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ. ცხადია, როცა არ არის წესები ან დისციპლინა, შენ არეულობა გექნება.

ეს არის არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბში, არამედ ნებისმიერ სხვა ინდუსტრიაში. ეს სრულიად აშკარაა, რადგან მე დავინახე რა ხდებოდა მოედანზე. კაზემირო ლიდერია, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია. არა მარტო თამაშის და უნარების, არამედ ორგანიზებულობის, ხასიათის, კულტურის გამო. ძალიან გვიხარია, რომ ის გავიფორმეთ.

ჩვენ ვეძებდით ხასიათის მქონე მოთამაშეებს. ბევრ ფეხბურთელს აქვს უნარები, მაგალითად, შეუძლიათ სწრაფად სირბილი, მაგრამ ჩვენ შევხედეთ მოთამაშეებს ხასიათის მიხედვით, ლიდერული თვისებებით, პასუხისმგებლობით, სტაბილურებით. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც შემადგენლობის ანალიზის შემდეგ ვეძებდი.

კაზემირომ არ გამაკვირდა. ვიცოდი, რა დიდი ფეხბურთელი იყო. უბრალოდ გადახედეთ მის პროფილს, მოგებული თასები. ეს არ არის დამთხვევა. რაფა ვარანის მსგავსად მან ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოიგო, ეს შემთხვევითი არ არის.

ჩვენ უნდა ჩავატაროთ კვლევა და ვიპოვოთ ისინი, ვინც გამარჯვებებს მოგვიტანს, ის ვინც თანამშრომლობენ და თავმდაბლები არიან, გასახდელშიც და მის მიღმაც. და ვინც პასუხისმგებლობას იღებს მოედანზე“,

- თქვა ტენ ჰაგმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვლოცულობ, რომ ეს სიზმარი არ იყოს“ - რონალდუმ სირიელი ბავშვი გაახარა
„ვლოცულობ, რომ ეს სიზმარი არ იყოს“ - რონალდუმ სირიელი ბავშვი გაახარა