არსენალი, მიკელ არტეტა, ბორნმუთი
Aa
Aa

“ეს სიგიჟე იყო, წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ“ - არტეტა ბორნმუთის დამარცხების შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლონდონის „არსენალმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. „მეთოფეები“ საკუთარ კედლებში „ბორნმუთს“ დაუპირისპირდნენ, 0:2-ს აგებდნენ და 3:2 მოიგეს. მატჩის დასრულების შემდეგ, მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა.

არტეტა:

„წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ. ეს უბრალოდ სიგიჟე იყო. ჩემში ახლა ბედნიერების და სიხარულის გრძნობაა გაერთიანებული. მატჩის პროცესში განსაკუთრებული გზა გავიარეთ და ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ისინი არასდროს ნებდებიან.

არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ამ ემოციების გაზიარება ფეხბურთელებთან. პირველივე წამებიდან სრული სიგიჟე დაიწყო. მცდელობას არ ვაკლებდით და საბოლოოდ დასახული მიზანი შევასრულეთ. პირველი გოლისკენ წასვლის შიმშილი გვქონდა, მას შემდეგ კი ატმოსფერო შეიცვალა.

გულშემატკივრებისგან წარმოუდგენელი ემოცია წამოვიდა და ეს დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მომეწონა ინიციატივა, გამბედაობა, ფეხბურთელების პიროვნება და ის, თუ როგორ აკეთებდნენ საქმეს. ასე დიდი გუნდები იგებენ! ჩვენ პრემიერ ლიგა უნდა მოვიგოთ.“

შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილში „არსენალი“ 63 ქულით ლიდერია და მეორე პოზიციაზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ 5 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში, „მეთოფეები“ „ფულემს“ სტუმრად დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 12 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები