Aa
Aa

L’Equipe: "ბარსა" სერის მოელაპარაკა!

ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციით, „ბარსელონამ“ „ნიცას“ საყრდენ ჟან მიშელ სერისთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ფეხბურთელი 4 წლიან ხელშეკრულებაზე დაიყოლია.

კლუბებს შორის სატრანსფერო მოლაპარაკებების დასკვნითი ნაწილი დღეს გაიმართება, თუმცა წინასწარვე ცნობილია, რომ „ბარსა“ სერის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, რაზეც „ნიცაც“ თანახმაა.

ასე რომ, საბოლოო შეთანხმების მიღწევა პრობლემა არ უნდა გახდეს და ტრანსფერი დიდი ალბათობით, დღესვე გამოცხადდება.

26 წლის კოტ დ’ივუარელი ნახევარმცველი „ნიცას“ შემადგენლობაში 2015 წელს პორტუგალიური „ფერეირადან“ გადავიდა.

მან ლიგა 1-ის სადებიუტო სეზონში ყველა, 38-ვე შეხვედრა ჩაატარა, ხოლო გასულ სეზონში 34-ჯერ ითამაშა. სერი „ნიცას“ ერთ-ერთი ლიდერი და ნახევარდაცვის ხერხემალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები