მესიმ პსჟ-ს პირველი შეთავაზება დაბლოკა - ძველი შეთანხმება აღარ არსებობს
Aa
Aa

მესიმ პსჟ-ს პირველი შეთავაზება დაბლოკა - ძველი შეთანხმება აღარ არსებობს

მესისა და პსჟ-ს შორის ხელშეკრულების განახლების თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა, თუმცა არგენტინელმა კლუბის პირველი წინადადება დაბლოკა.

La Vanguardia-ს ცნობით, მესიმ პარიზელების წინადადებას უარით უპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მხარეებს შორის შეთანხმება არსებობდა, ამჯერად ლეომ კლუბის მიერ შეთავაზებული ანაზღაურება არ მოიწონა.

საქმე იმაშია, რომ პსჟ ფეარ პლეის წესების დაცვას გეგმავს და ახალი სეზონიდან სახელფასო ბიუჯეტის 30%-ით შემცირებას უმიზნებს. მესი კი ანაზღაურების დაკლებაზე უარს აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ ლეო ევროპის დატოვებას ჯერ არ აპირებს. ის 2024 წლის კოპა ამერიკისთვის მომზადებას ევროპაში აპირებს და სურს სასურველ კონდიციებში იყოს.

2023 წლის 1 ივლისიდან მესი თავისუფალი აგენტი ხდება და მას მოლაპარაკებების დაწყება ნებისმიერ კლუბთან შეეძლება.

ამ მომენტისთვის მიმდინარე სეზონში 35 წლის მესის ანგარიშზე პსჟ-ს რიგებში ყველა ტურნირზე 28 მატჩში 17 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი ლაციოს მატჩამდე - აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ნაპოლი ლაციოს მატჩამდე - აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს