„შესაძლოა, გამოსავალი მისი ცვლილებაზე შეყვანა იყოს“ - ბორდოს თავკაცი ზურიკოზე
„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ გუიონმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ჟირონდელთა თავკაცი ქართველი ფეხბურთელის ბოლოდროინდელ ფორმას გამოეხმაურა და არ გამორიცხა, რომ არის შანსი, იგი სათადარიგოთა სკამზე გადაიყვანოს.
„ზურიკო არის ფეხბურთელი, რომელსაც გუნდისთვის ენერგიის მიცემა შეუძლია. მას მეტოქეების პროვოცირება გამოსდის და შეუძლია, ბურთი წინ მაღალი ინტენსივობით წაიღოს. როცა ზურიკოსა და ბაქვას ფიზიკურ მონაცემებს ვუყურებ, ვხედავ, რომ ისინი, როგორც მატჩებისას, ისე ვარჯიშებისას კარგად გამოიყურებიან.
კვირაში ერთ თამაშს ვმართავთ და ზურიკოს შეუძლია, მატჩზე გავლენა პირველივე წუთიდან მოახდინოს. ასევე, არის შანსი, გამოსავალი მისი იმ მომენტში შეყვანა იყოს, როცა მეტოქის დაცვა დაღლილია, რადგან ამ შემთხვევაში, იგი შეძლებს, თავისი დრიბლინგითა და პროვოკაციებით მათ რიგებში დისბალანსი შეიტანოს“.
შეგახსენებთ, რომ 25 ტურის შემდეგ, „ბორდოს“ 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილს იკავებს. ჟირონდელები „სოშოს“ 1 ქულით უსწრებენ და მომდევნო მატჩი 4 მარტს, „სენტ ეტიენის“ წინააღმდეგ ელით.