სადიო მანე
Aa
Aa

მანე: ლივერპული დაბრუნდება, კლოპი მათთვის სწორი მწვრთნელია

სადიო მანემ Bild-თან ინტერვიუში თავისი ყოფილი გუნდის „ლივერპულის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი სიტუაციას დაძლევენ. სენეგალელს კლობის სჯერა.

„მათ ბევრი ტრავმა და რთული გამოცდები ჰქონდათ, მაგრამ კლოპი ამ გუნდისთვის ნამდვილად სწორი მწვრთნელია. ის გუნდს ამ სეზონში ფორმაში დააბრუნებს. ფეხბურთელებს ის უყვართ.

ამჟამად ლივერპული მეშვიდე ადგილზეა, თუმცა მათ ოთხეულში მოხვედრა და გაისად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მაინც შეუძლიათ.

ჩემი არჩევანი? როდესაც ლივერპულს ვტოვებდი ვიცოდი, რომ მხოლოდ ბაიერნში ვითამაშებდი. ბუნდესლიგას იქამდე ვიცნობდი სანამ ლივერპულში მოვხვდებოდი. მაშინ პრემიერ ლიგას საერთოდ არ ვუყურებდი. იმ დროსაც, ბაიერნი ჩემთვის ძალიან მიმზიდველი გუნდი იყო“.

- ამბობს მანე.

შეგახსენებთ, რომ მანე „ბაიერნში“ 2022 წლის ზაფხულში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

აქვე გეტყვით, რომ იტალიური Calciomercatoweb-ის ცნობით, თუ უახლოეს მომავალში კლოპი „ლივერპულს“ დატოვებს, ის სამუშაოდ სერია A-ში გადავა და მილანის „ინტერს“ ჩაიბარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაგიური ნომერი და ბიჭი, რომელზეც გრანდები ოცნებობენ - Daily Mail-ის მაგარი სტატია კვარაზე
მაგიური ნომერი და ბიჭი, რომელზეც გრანდები ოცნებობენ - Daily Mail-ის მაგარი სტატია კვარაზე