კილიან მბაპე, ემანუელ პეტი
Aa
Aa

პეტი: მბაპეს შეძენა ახლაც და მომავალშიც მხოლოდ რეალს შეუძლია

„არსენალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ემანუელ პეტიმ, თავის ყოფილ კლუბს სატრანსფერო რჩევები მისცა.

პეტის აზრით, ლონდონელებისთვის მბაპეს შეძენაზე ფიქრი კარგი არ იქნება.

„არსენალი არ უნდა ცდილობდეს კილიან მბაპეს შეძენას. ერთადერთი კლუბი, რომელსაც შეუძლია მბაპეს ახლა გადაბირება და ალბათ მისი კარიერის ბოლომდეც, ეს არის მადრიდის რეალი.

მე დეკლან რაისის დიდი გულშემატკივარი ვარ, დროა მან დატოვოს ვესტ ჰემი და უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს თავისი პოტენციალის რეალიზებისთვის. მას ყოველწლიურად მნიშვნელოვან ტურნირებზე თამაში სჭირდება, თუ რა თქმა უნდა, მას სურს განვითარება და შემდეგ ეტაპზე გადასვლა. ვფიქრობ, მას ახლა უჭირს, რადგან ვესტ ჰემში ზრდისთვის საუკეთესო გარემო არ აქვს.

მე ასევე მაკ ალისტერისა და კაისედოს გულშემატკივარიც ვარ. ვიცი, რომ არსენალი მათ ყველას ვერ იყიდის, მაგრამ რაისისთვის, როგორც გუნდელები, ისინი კარგი კანდიდატურები იქნებიან“,

- ამბობს პეტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი ისტორია - დღე, როდესაც ოსიმენი კინაღამ დაბრმავდა
უცნობი ისტორია - დღე, როდესაც ოსიმენი კინაღამ დაბრმავდა