ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„კარგი სტატისტიკა არ აქვს“ - რას ამბობენ საფრანგეთში ზურიკოზე

Be IN Sports-ის კომენტატორმა, დავიდ ბენარუსმა „ბორდოს“ ქართველ ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. მან „ამიენთან“ გამართულ მატჩზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ზურიკოს მთლად კარგი სტატისტიკა არ აქვს.

„ამიენთან მატჩში, ზურიკომ განსხვავება ვერ შექმნა. როცა ქართველ ფეხბურთელს ბურთი აქვს, ის ყოველთვის ცდილობს, სიტუაცია გაამწვავოს და მოუხელთებელია, მაგრამ სტატისტიკის კუთხით, იქ არაა, სადაც უნდა იყოს. მხოლოდ 2 გოლი და 1 ასისტი სეზონის დაწყების შემდეგ... ზურიკოს მოვალეობა მომენტების შექმნაა, მაგრამ ზოგჯერ, შანსებს ხელიდან ისიც უშვებს“.

ბენარუსის გარდა, ზურიკოზე პატრის ფერიმაც ისაუბრა, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია და Be iN Sports-ისთვის მუშაობს: „ისიც უნდა ვთქვათ, რომ დავითაშვილი მეტოქეების შეწუხებისას დიდ ენერგიას ხარჯავს და ზოგჯერ არ იკავებს იმ პოზიციას, რომელსაც მისგან ველოდებით. ზემოთ ხსენებულის გამო, ისე ხდება, რომ დავითაშვილს საჭირო ენერგია აღარ რჩება, რაც განაპირობებს იმას, რომ შთამბეჭდავი სტატისტიკა არ აქვს“.

შეგახსენებთ, რომ 25 ტურის შემდეგ, „ბორდოს“ 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილს იკავებს. ჟირონდელები „სოშოს“ 1 ქულით უსწრებენ და მომდევნო მატჩი 4 მარტს, „სენტ ეტიენის“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაცვის სამსახურს 24/7-ზე მუშაობა მოუწევს“ - პიმბლეტი ილიასთან შესაძლო ჩხუბზე
„დაცვის სამსახურს 24/7-ზე მუშაობა მოუწევს“ - პიმბლეტი ილიასთან შესაძლო ჩხუბზე