კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ლიონელ მესი, კარიმ ბენზემა, ლუკა მოდრიჩი, დავიდ ალაბა
Aa
Aa

„რატომ დავაყენე მესი ბენზემაზე წინ? - ალაბას განმარტების გაკეთება მოუწია

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა, დავიდ ალაბამ Fifa The Best-ის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო და როგორც ავსტრიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ალაბამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე პირველი პოზიცია ლიონელ მესის არგუნა, მეორე კი - კარიმ ბენზემას, რამაც ესპანეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ალაბას არჩევანმა „რეალის“ ქომაგები განარისხა. „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრებმა იგი გააკრიტიკეს და რამდენიმე მათგანმა ავსტრიელს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფაც მიაყენა. მათი თქმით, ალაბას მესი ბენზემაზე წინ არ უნდა დაეყენებინა და საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ დავიდს განმარტების გაკეთება მოუწია.

„ფიფა The Best-ის დაჯილდოებას რაც შეეხება, გამოკითხვაში ხმას მარტო მე არ ვაძლევ, ამას ავსტრიის ეროვნული ნაკრები ერთობლივად აკეთებს. საკუთარი პოზიციის დაფიქსირება გუნდის საბჭოში შემავალ ყველა ფეხბურთელს შეუძლია და საბოლოო არჩევანი ამის შემდეგ კეთდება. ყველამ, განსაკუთრებით კარიმმა, იცის, მისით და მისი თამაშით როგორი აღტაცებული ვარ. უამრავჯერ მითქვამს, რომ ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია და ახლაც ამ აზრზე ვარ“, - განაცხადა ალაბამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა. მეორე პოზიცია კილიან მბაპემ დაიკავა. ბენზემა მესამე იყო, ხოლო ლუკა მოდრიჩი და ერლინგ ჰოლანდ - მეოთხე და მეხუთე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალაჰის უცნაური სამეული, მესის რჩეულები - ვინ ვის მისცა ხმა ფიფა The Best-ის გამოკითხვაში
სალაჰის უცნაური სამეული, მესის რჩეულები - ვინ ვის მისცა ხმა ფიფა The Best-ის გამოკითხვაში