ხვიჩა კვარაცხელია, FIBA
Aa
Aa

„შეგინახოთ ბილეთები?“ - FIBA-მ ხვიჩას მიმართა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით FIBA-მ Instagram-ში პოსტი გამოაქვეყნა. კომენტარებში FIBA-ს გვერდმა კვარაცხელია მონიშნა და ქართველ ფეხბურთელს მიმართა: „შეგინახოთ ბილეთები?“

შეგახსენებეთ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი დასკვნითი მატჩი თბილისში ისლანდიის წინააღმდეგ გამართა და 77:80 დამარცხდა, თუმცა სხვაობა მისაღები იყო და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ჩვენ დაგვრჩა.

ისლანდიაში მატჩი 88:85 მოვიგეთ, ამიტომ ისლანდიელებს ამ შეხვედრაში 4-ქულიანი ფორით გამარჯვება სჭირდებოდათ (თუ, 88 ქულამდე ასვლას ვერ შეძლებდნენ).

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო შერმადინი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო. შენგელიას 21 ქულა ჰქონდა, მაკფადენს კი 17.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორია დაიწერა - საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
ისტორია დაიწერა - საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს