არც კვარა, არც ოსიმენი, არც ლობოტკა - ვინ არის ნაპოლის შეუცვლელი ფეხბურთელი
იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიზე“ აქტიურად საუბრობენ და რამდენიმე დღის წინ, „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ის მოთამაშე დაასახელა, რომელიც მისი აზრით, „პარტენოპეისთვის“ შეუცვლელია. კასანოს რჩეული სტანისლავ ლობოტკა იყო, თუმცა „ტორინოსა“ და „ასკოლის“ ყოფილი ფეხბურთელი, ჯოვანი კვადრი მის პოზიციას არ იზიარებს.
კვადრიმ ერთ-ერთ იტალიურ ტელეარხს ინტერვიუ მისცა და სპალეტის გუნდის შეუცვლელი ლიდერი დაასახელა: „კვარაცხელია, ოსიმენი და ლობოტკა შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ძნელია, ამ ნაპოლიში გამოვარჩიოთ ის, ვინც საოცრებებს აკეთებს, მაგრამ ვხედავ, რომ არის ერთი მოთამაშე, რომელიც გუნდისთვის უბრალოდ შეუცვლელია. საუბარი ჯოვანი დი ლორენცოზე მაქვს. იტალიის ნაკრების განაპირა მცველი ყოველთვის აჩვენებს, რომ განსხვავებას ქმნის და მისი ჩანაცვლება ურთულესია“.
რა თქვა კასანომ ლობოტკაზე
„აინტრახტთან შეხვედრაში სტრატოსფერული მოთამაშე ვიხილე - სტანისლავ ლობოტკა. კვარაცხელია და ოსიმენი გაზეთების პირველ გვერდებზე გამოჩნდნენ, მაგრამ ამ ნაპოლიში მხოლოდ ერთი შეუცვლელი ფეხბურთელია - სტანისლავ ლობოტკა“.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. იბრაჰიმოვიჩის „მილანს“ რაც შეეხება, „როსონერის“ 47 ქულა აქვს და „ნაპოლის“ 18 ქულით ჩამორჩება.