მიქაუტაძის მე-12 გოლი ლიგა 2-ში - მეცმა ნიმი დაამარცხა
ლიგა 2-ის მორიგ ტურში „მეცმა“ „ნიმს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი კი, რა თქმა უნდა, გიორგი მიქაუტაძე იყო, რომელმაც მინდორი გატანილი გოლით დატოვა.
მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები დომინირებდნენ და მეტოქეს არაფრის საშუალებას არ აძლევდნენ. მეტიც, პირველ ტაიმში „ნიმს“ მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა.
ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა. გიორგი მიქაუტაძემ ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით ძლიერი დარტყმით გადაგზავნა კარისკენ და მეკარემ მოგერიება ვერ მოახერხა. პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა. ბურთით გამუდმებით „მეცის“ ფეხბურთელები იყვნენ და „ნიმი“ კონტრ-შეტევებზეც ვერ თამაშობდა. უპირატესობა გოლად 67-ე წუთზე მაზიზმა აქცია და მატჩის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის ეს ამ სეზონში მე-12 გოლი იყო და ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში პირველ/მეორე ადგილს კრასოსთან იყოფს.