ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ამ პასმა წარსულში დაგვაბრუნა“ - Marca-მ ხვიჩაზე დაწერა

„აინტრახტთან მატჩში, „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემას ბევრი ცნობილი გამოცემა გამოეხმაურა. რამდენიმე საათის წინ, „კვარას“ ასისტს სტატია ავტორიტეტულმა Marca-მ მიუძღვნა და „პარტენოპეის“ შემტევი გუტის შეადარა.

„ხვიჩა კვარაცხელიას აინტრახტთან თავისი საუკეთესო მატჩი არ ჰქონია, მაგრამ გენიოსისთვის დამახასიათებელი გამონათება კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა. გაფუჭებული პენალტი და გაცუდებული მომენტი, მაგრამ ბრწყინვალე გადაცემა, რომლითაც ანგარიში 2:0 გახდა. ქმედება, რომელმაც ყველა წარსულში დააბრუნა და 13 წლის წინ მომხდარი გაახსენა.

თუ არსებობს ქუსლით პასი, რომელიც საოცრების სტატუსს იმსახურებს, ეს გუტის მიერ დეპორტივოსთან გაკეთებული გადაცემაა. პასი, რომელმაც რეალს 3:1 მოაგებინა და პასი, რომელმაც ბენზემას გოლი გაატანინა. ქართველის კუმირი სწორედ გუტი გახლავთ. ხვიჩამ მის სტილში იმოქმედა და ამ გადაცემას დიდი ისტორია ახლავს.

კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია და დღესდღეობით, ბევრ მისნაირ მოთამაშეს ვერ შეხვდებით. დრიბლიორი, მეტოქეზე წამსვლელი და ერთ-ერთი, რომელიც მოწინააღმდეგეებში შიშს აჩენს და მათ აიძულებს, უკან დაიხიონ. გარემარბი, რომელიც ჩამოწეული გამაშებით თამაშობს და მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ჩემპიონთა ლიგა მისი ვარსკვლავური სტატუსის საბოლოო ტრამპლინია. მისი მომავალი ღია საკითხია. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ნაპოლის ხელშეკრულების გახანგრძლივება უნდა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ მისმა აგენტმა განაცხადა, რომ ხვიჩასადმი დიდი ინტერესია“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიასა და გუტის შესახებ რამდენიმე დღის წინ, ესპანურმა Mundo Deportivo-მაც დაწერა და განაცხადა, რომ ხვიჩამ გუტის მაგიური ქუსლი გაიმეორა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რა მოხდა მერაბსა და ცნობილ მსახიობს შორის - მანქანამ განმარტება გააკეთა
რა მოხდა მერაბსა და ცნობილ მსახიობს შორის - მანქანამ განმარტება გააკეთა