დამატებითი მოტივაცია - ნიუკასლის ფეხბურთელებს 1-მილიონიან ბონუსს დაჰპირდნენ
Aa
Aa

დამატებითი მოტივაცია - ნიუკასლის ფეხბურთელებს 1-მილიონიან ბონუსს დაჰპირდნენ

„ნიუკასლი“ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ტიტულის მოგებასთან ერთ ნაბიჯშია. „კაჭკაჭები“ კარაბაოს თასის ფინალში გავიდნენ, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდებიან და კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია მისცეს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, გამარჯვების შემთხვევაში, მოთამაშეები ბონუსის სახით 1 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ. აღნიშნული თანხა რთული ფორმულის დახმარებით გადანაწილდება და კლუბის მესვეურები მიმდინარე სეზონში ნათამაშებ მატჩებსა და წუთებს დაითვლიან.

საინტერესოა, რომ ბონუსის ოდენობა გასულ ზაფხულს გამართული მოლაპარაკებებისას განისაზღვრა, რომელშიც მონაწილეობა ფეხბურთელებმა და „ნიუკასლის“ ხელმძღვანელებმა მიიღეს. მოთამაშეების გარდა, დამატებით თანხას გუნდის მთავარი მწვრთნელი, ედი ჰაუც მიიღებს, ოღონდ „კაჭკაჭების“ თავკაცის შემთხვევაში, ბონუსი კონტრაქტშია გაწერილი.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლისა“ და „მანჩესტერის“ დაპირისპირება 26 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება. „ნიუკასლს“ ტიტული 48 წელია არ მოუგია და თანხა, რომელსაც ფეხბურთელებს დაჰპირდნენ, 10-ჯერ აღემატება კარაბაოს თასის მოგების შემთხვევაში დაწესებული საპრიზო ფონდის ოდენობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა მოხდა მერაბსა და ცნობილ მსახიობს შორის - მანქანამ განმარტება გააკეთა
რა მოხდა მერაბსა და ცნობილ მსახიობს შორის - მანქანამ განმარტება გააკეთა