ქალ ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები გაანადგურა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, ერევანში, სომხეთის ასაკობრივ ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. სალომე ხუბულურის გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა. 

მატჩის მე-13 წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ გახსნა. 34-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე ნათია ჯოჯუამ გაზარდა. 47-ე წუთზე ლიზი კანკიამ მესამე გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. 52-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძემ დუბლი გაიფორმა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში თინათინ ამბალიამ დააფიქსირა.

საქართველოს და სომხეთის 17-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 25 თებერვალს, კვლავ ერევანში გაიმართება. 

სომხეთის 17-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩები ჩვენი გუნდისთვის გაზაფხულზე გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებელი ეტაპია. 12 და 15 მარტს, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგის ფარგლებში ისრაელს და შოტლანდიას დაუპირისპირდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული შეფასება - Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების ფასი გაზარდა
ისტორიული შეფასება - Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების ფასი გაზარდა