ბარსელონა, ხავიერ ტებასი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა: “ტებასმა ნიღაბი კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა“

ახალი არავისთვის არის, რომ კატალონიის „ბარსელონას“ ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი რბილად, რომ ვთქვათ გულზე არ ეხატება.

„ბლაუგრანას“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ტებასი მათ მიზანმიმართულად უქმნის პრობლემებს. მაგალითად, ესპანურმა გამოცემა MARCA-მ ღიად დაწერა, რომ ხავიერს ლაპორტას „ჩამოგდება“ სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

შექმნილი ვითარება უყურადღებოდ არც ბარსას პრეზიდენტმა დატოვა და ტებასი საჯაროდ გააკრიტიკა.

რა თქვა ლაპორტამ?

„ტებასმა კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი. მან ყველას დაანახა წარსულში თავისი ანტ-ბარსელონიზმი. ახლა კი ის არ გვაპატიებს, რომ CVC-სთან ხელშეკრულებას ხელი არ მოვაწერეთ. ჩემი მოსვლით მან გააცნობიერა, რომ „ბარსელონაზე“ დომინირებას ვერ მოახერხებს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსა მსაჯებზე ზეწოლას ახდენს, თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ“ - დუდეკი ჟოზეს იხსენებს
„ბარსა მსაჯებზე ზეწოლას ახდენს, თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ“ - დუდეკი ჟოზეს იხსენებს