ტორინო, ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

ლოჩოშვილის 10 წუთი - კრემონეზემ ისევ ვერ მოიგო

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის დასკვნით მატჩში, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

დავიდე ბალარდინის გუნდმა გამარჯვება კვლავ ვერ შეძლო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ „ტორინო“ სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება, ეს შედეგი ალბათ მაინც დამაკმაყოფილებლად უნდა ჩაითვალოს.

რაც შეეხება ლოჩოშვილს, ქართველი მცველი თითქმის 1-თვიანი უქმობის შემდეგ ტრავმიდან დღეს დაბრუნდა და მოედანზე 86-ე წუთზე გამოჩნდა. საერთო ჯამში, ლოჩოშვილს 10-წუთამდე დაეთმო.

ანგარიში 41-ე წუთზე მასპინძლებმა სანაბრიას პენალტით გახსნეს. მეორე ნახევარში კი კრემონელებმა მინი „ქამბექი“ შემოგვთავაზეს. 54-ე წუთზე წონასწორობა ცადუტმა აღადგინა, 74-ე წუთზე კი ვალერიმ „კრემონეზე“ წინ გაიყვანა. სამწუხაროდ, ლოჩოშვილის თანაგუნდელებმა უპირატესობის შენარჩუნება დიდი ხნით ვერ შეძლეს და გოლიდან ზუსტად 5 წუთში ანგარიში გათანაბრდა. „კრემონეზეს“ კარში გოლი სინგომ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

23 ტურის შემდეგ დავიდე ბალარდინის გუნდი კვლავ მოგების გარეშეა და 9 ქულით ისევ ბოლო ადგილზე იმყოფება. კრემონელები მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „რომას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები