ხვიჩა კვარაცხელია, ალესანდრო კოსტაკურტა
Aa
Aa

კოსტაკურტა: „ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია, აქამდე სად ჯანდაბაში იყო“

„მილანის“ ლეგენდამ, ალესანდრო კოსტაკურტამ „ნაპოლიზე“ და „პარტენოპეის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იტალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი ამ წუთისთვის ევროპაში ყველაზე ძლიერია, „კვარა“ კი შესანიშნავი ფეხბურთელია.

„არ მინდა, სისულელედ ჩამითვალოთ, მაგრამ ნაპოლი ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდია. რა თქმა უნდა, სხვების ჩამოწერა არ შეიძლება და მშვენივრად მოგვეხსენება, რომ ჩემპიონთა ლიგას ფეხბურთელებში ისეთი მოტივაციის გაჩენა შეუძლია, როგორიც ადგილობრივ ჩემპიონატებში არ არსებობს, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. ამ წუთისთვის, ნაპოლი მანჩესტერ სიტიზე და სხვებზე ძლიერი გუნდია. ჩემი ოცნებაა, რომ ნაპოლი ფინალში პარი სენ-ჟერმენს შეხვდეს. ამ გზით, პარტენოპეი ისტორიაში შევა, მაგრამ ცუდი არც იტალიური ფინალი იქნებოდა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მისი აღმოჩენა 6 კილოგრამი ტრიუფელის აღმოჩენას ჰგავს. მის შესახებ რამდენიმე წლის წინ, კახა კალაძესგან გავიგე და ნაპოლიმ ყველას აჯობა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოვიდა. სად ჯანდაბაში იყო 6 თვის წინ?“

შეგახსენებთ, რომ 22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 19 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: „რა მოხდება UFC-იმ, რომ მითხრას ტატუ მოიშორეო?!“
დვალიშვილი: „რა მოხდება UFC-იმ, რომ მითხრას ტატუ მოიშორეო?!“