ანხელ დი მარია
Aa
Aa

დი მარია: მარადონა მარადონაა, მაგრამ ჩემი თაობისთვის მესი საუკეთესოა

ანხელ დი მარიამ, ლეო მესისა და დიეგო მარადონას შედარებაზე ისაუბრა და თავისი პოზიცია დააფიქსირა.

„დიეგო არის დიეგო და ის სამუდამოდ იქნება. მე მის წინაშე ქედს ვიხრი, რადგან ყველაზე რთულ მომენტებშიც კი მხარში მედგა, როცა ყველა „მკლავდა“. და იმ დღესაც კი, როცა მოვკვდები, დიეგო ჩემთვის ყველაფერი იქნება.

მაგრამ ჩემი თაობისთვის, რაც გვინახავს, ​​რაც ჩემს თავში მეხსიერებაში მაქვს, ლეო საუკეთესოა ვისაც ოდესმე უთამაშია.

ძალიან მაგარი იქნებოდა, დიეგო რომ ენახა, როგორ გახდა მესი მსოფლიო ჩემპიონი. ლეოს დიეგოს თანდასწრებით თასი რომ აღემართა, ეს კარგი იქნებოდა",

- განაცხადა დი მარიამ.

დი მარიამ მის მიმართ არსებულ კრიტიკაზეც ისაუბრა, რომელიც მუნდიალის მოგების შემდეგ გაქრა:

„ყველაზე მეტად რაც მტკივა, იყო კრიტიკა, რომელმაც გული მატკინა. მაგალითად ის, რომ ფინალებს ტრავმის გამო ვტოვებდი, რაც ხშირად მემართებოდა.

საბოლოოდ, ღმერთმა მომცა რევანშის საშუალება და სამი ფინალის შემდეგ, რომელშიც ჩემი შესაძლებლობები 100%-ით ვერ დავამტკიცე, 2022 წელს ფინალისიმასა და მუნდიალის ფინალში ვაჩვენე რაც შემეძლო და რაც ხდებოდა ჩემს თავს.

ტრავმებმა ბევრი მავნო, თუმცა ახლა მისი გვერდის ავლა შევძელი და ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო. მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ამ კრიტიკამ დამაზარალა. მარტო მე არ ვარ, არგენტინელებისთვის მტკივნეულია გამუდმებით ერთი და იმავეს მოსმენა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია არის ის, თუ რატომაც ვუყურებთ ფეხბურთს“ - უცხოელი ქომაგები ხვიჩაზე
„კვარაცხელია არის ის, თუ რატომაც ვუყურებთ ფეხბურთს“ - უცხოელი ქომაგები ხვიჩაზე