სპალეტიმ როტაციას მიმართა | ხვიჩა ძირითადშია
სერია A-ს 23-ე ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში დაიწყება და ცნობილი გახდა, იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ.
„პარტენოპეის“ თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ რამდენიმე ცვლილება განახორციელა. მარიო რუის ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში მატიას ოლივერა გამოჩნდა. მოედნის ცენტრში, პიოტრ ზელინსკი ელიფ ელმასმა შეცვალა, ხოლო ირვინგ ლოსანოს ნაცვლად, მარჯვენა ფლანგზე მატეო პოლიტანო იასპარეზებს.
როგორია ნაპოლის სასტარტო შემადგენლობა
ალექს მერეტი, ჯოვანი დი ლორენცო, ამირ რაჰმანი, კიმ მინ ჯე, მატიას ოლივერა, ელიფ ელმასი, სტანისლავ ლობოტკა, ზამბო ანგისა, ხვიჩა კვარაცხელია, მატეო პოლიტანო, ვიქტორ ოსიმენი.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 59 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. „სასუოლო“ 24 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს და 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.