„ტყუილია, გუარდიოლასთან არ მიჩხუბია“ - კანსელუმ სიტიდან წასვლაზე ისაუბრა
ჟოაუ კანსელუმ პსჟ-სთან მატჩის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და „მანჩესტერ სიტიდან“ წამოსვლის მიზეზებს დასმულ კითხვებს უპასუხა.
კანსელუმ ჭორები უარყო, რომ თითქოს მას გუარდიოლასთან კონფლიქტი ჰქონდა და ინგლისი ამიტომ დატოვა.
„ტყუილია, რომ გუარდიოლასთან ვიჩხუბე. ეს სრული სიცრუეა. ბოლო მატჩებში გუნდისთვის თავს მნიშვნელოვან წევრად ვერ ვგრძნობდი. მწვრთნელს ველაპარაკე და ისიც დამთანხმდა. მე, გუარდიოლამ და კლუბმა გადავწყვიტეთ, რომ უნდა წავსულიყავი. ის, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.
ახალი შესაძლებლობები მომწონს და მანჩესტერ სიტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე გადავდგი ნაბიჯი, რომ მივაღწიო იმ დონეს, სადამდე მისვლაც მსურდა. გავხდი ის ფეხბურთელი, რომელიც ვარ და ამისთვის კლუბისა და პეპის მადლიერი ვარ.
მათ მე და ჩემს ოჯახს ყველაფერი მოგვცეს. ამას არასდროს დავივიწყებ“.
შეგახსენებთ, რომ კანსელუ „ბაიერნში“ სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. მიუნხენელებს ზაფხულში კანსელუს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.