თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია: „ომი საშინელებაა, კარგი არასდროს არაფერი მოაქვს“

„ვირტუს ბოლონიას“ ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია იტალიურ გამოცემას ესაუბრა და იტალიის თასზე ილაპარაკა. შენგელიამ ინტერვიუ Il Resto del Carlino-ს მისცა და ერთ-ერთი შეკითხვა რუსეთ-საქართველოს შეეხებოდა.

„იტალიის თასი საოცარი შეჯიბრებაა, რომლის დროსაც, წაგებული სახლში მიდის, გამარჯვებული კი - ბრძოლას განაგრძობს. ასეთი ტურნირებისას, მხოლოდ ერთ მატჩზე უნდა იფიქრო, რადგან შეცდომების დაშვებისა და მათი გამოსწორების დრო არ გაქვს. ჩვენ სწორედ ამას ვაპირებთ, თუმცა პროგნოზების გაკეთება არ მინდა.

ვირტუს ბოლონია შესანიშნავი გუნდია და ევროლიგაზე დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. მთლად კარგი შედეგი არ გვაქვს, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ რამდენჯერმე გამარჯვება ხელიდან გავუშვით. სტაბილურობა სერიოზული პრობლემაა, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ და მიზნების მიღწევა ვცადოთ. ჩემს ტრავმას რაც შეეხება, სრულად გამოვჯანმრთელდი და სეზონის ფინალური ნაწილისთვის მზად ვარ“.

საქართველო რუსეთის მეზობელი ქვეყანაა. რას ფიქრობ ომზე და შესაძლო გაფართოებაზე?

„ეს ძალიან დელიკატური საკითხია და მასზე სასაუბროდ რამდენიმე სიტყვა საკმარისი არ იქნება. ომი საშინელებაა და კარგი რამ არასდროს მოაქვს. მასზე ლაპარაკისას ყოველთვის უნდა იფიქრო მისგან დაზარალებულ ადამიანებზე და მათ პატივი მიაგო“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის თასისთვის 8 გუნდი იბრძვის და „ვირტუს ბოლონია“ მერვედფინალური ეტაპის შეხვედრას ხვალ გამართავს. თოკოს გუნდი „ვენეციას“ დაუპირისპირდება და მატჩი ჩვენი დროით, 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაგოსტინო: „ხვიჩა ფიგუს მაგონებს“
დაგოსტინო: „ხვიჩა ფიგუს მაგონებს“