საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

3 კანდიდატიდან ერთ-ერთია - ფენერბაჰჩეს საბას დამატება სურს

საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორი“ თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონს ქვეყანაში მომხდარი საშინელი მიწისძვრის გამო ჩაეხსნა. ჯერჯერობით უცნობია, ფეხბურთელებს რა ბედი ეწევათ, თუმცა რამდენიმე წუთის წინ, ადგილობრივ პრესაში ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც Fotomaç-ი წერს, თურქული გრანდი, „ფენერბაჰჩე“ ფლანგის გაძლიერებას აპირებს და სამი გარემარბი ჰყავს შერჩეული. „ფენერის“ სიაში „ჰატაისპორის“ ქართველი შემტევი, საბა ლობჟანიძეც იმყოფება და მის გარდა, ალექსანდრუ მაქსიმისა და ჰაჯი ოსმანის კანდიდატურებს განიხილავენ.

საბამ თურქეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. 28 წლის ფეხბურთელს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და Fotomaç-ის მიხედვით, ეს მას მცირე უპირატესობას აძლევს.

ცნობისთვის, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ქალაქ ჰატაის უდიდესი ზიანი მიაყენა. კლუბს ასპარეზობის შეწყვეტაზე უარის თქმა სწორედ ამიტომ მოუწია. თავდაპირველად, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ რეგიონში მიწისძვრა განმეორდა, ამჯერად 7.7 მაგნიტუდის. ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 34 000-ს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეს ეფექტური პასი - სლოვანი უშუალო კონკურენტს დაუზავდა
ჩაკვეს ეფექტური პასი - სლოვანი უშუალო კონკურენტს დაუზავდა