ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილი გოლის გატანასთან ახლოს იყო - შტურმმა ბოლო წამებზე მოიგო

ავსტრიის ჩემპიონატის მე-17 ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდა და რთულ ბრძოლაში იმარჯვა. გრაცელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს და შეხვედრის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს.

„კიტემ“ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ქართველი ფეხბურთელი აქტიური იყო და გოლის გატანაც შეეძლო. მე-60 წუთზე, კიტეიშვილმა კარგი სოლორეიდი განახორციელა და კარისკენ დაარტყა. მცირე რიკოშეტის შემდეგ, საქმეში „რაპიდის“ მეკარე ჩაერთო და ბრწყინვალე სეივი მიითვალა.

ოთარმა მოედანზე 83 წუთი გაატარა და მატჩის მიწურულს, მის ნაცვლად თამაშში ლიუბიჩი ჩაერთო. გოლის ავტორს რაც შეეხება, „შტურმის“ რიგებში თავი აფენგრუბერმა გამოიჩინა, რომელმაც სარკარიას ჩაწოდებით ისარგებლა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ამრიგად, გრაცელებს 36 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებენ. კიტეიშვილი და კომპანია ლიდერ „ზალცბურგს“ 3 ქულით ჩამორჩებიან და მომდევნო მატჩი 18 თებერვალს, სტუმრად, „ჰარტბერგის“ წინააღმდეგ ელით, რომელიც ბოლო პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ კომპონენტში მასზე ცუდი ალბათ არავინაა“ - რას წერს Athletic-ი გოგაზე
„ამ კომპონენტში მასზე ცუდი ალბათ არავინაა“ - რას წერს Athletic-ი გოგაზე