FIFA THE BEST - საუკეთესო ფეხბურთელების სამეული ცნობილია
FIFA წლის საუკეთესოების ნომინაციებს ეტაპობრივად ასახელებს. დღეს, იმ ფეხბურთელების ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის იბრძოლებენ და მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ლიონელ მესი, კილიან მბაპე და კარიმ ბენზემა გამოარჩია.
???? We have our finalists for #TheBest FIFA Men's Player Award!
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) February 10, 2023
???????? @Benzema
???????? Lionel Messi
???????? @KMbappe
FIFA-მ აღნიშნული სამეული 15 ფეხბურთელიდან დაასახელა და სრული სია ასე გამოიყურებოდა: ხულიან ალვარესი, ჯუდ ბელინგემი, კარიმ ბენზემა, კევინ დე ბრუინი, ერლინგ ჰოლანდი, აშრაფ ჰაკიმი, რობერტ ლევანდოვსკი, სადიო მანე, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ლუკა მოდრიჩი, ნეიმარი, მოჰამედ სალაჰი, ვინისიუს ჟუნიორი.
შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 27 თებერვალს გაიმართება. კანდიდატთა შედეგების განხილულ პერიოდად 2021 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 18 დეკემბრამდე მონაკვეთი სახელდება.