პსჟ, მადრიდის რეალი, კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპეს რეალში წასვლა სურს - The Athletic-ი კილიანის მომავალზე წერს

The Athletic-ის ინფორმაციით, კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს, მაგრამ მცირე შანსია, რომ ტრანსფერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შედგეს. ფრანგს პსჟ-სთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და აღნიშნულ პერიოდში მისი მადრიდის „რეალში“ გადასვლის შანსი გაცილებით დიდია.

გარდა ამისა, პსჟ-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეებს თანამშრომლობის გახანგრძლივება კიდევ ერთი სეზონით შეუძლიათ, თუმცა ამ მომენტისთვის მბაპეს აღნიშნული პუნქტის ამოქმედება არ სურს.

მადრიდის „რეალი“ მბაპეს გარშემო არსებულ ვითარებას დიდ ყურადღებას უთმობს. „სამეფო კლუბი“ ფეხბურთელთან თანამშრომლობით დაინტერესებულია.

2022 წლის ზაფხულში მბაპე თავისუფალი აგენტი გახდა, თუმცა ფეხბურთელმა პსჟ-ში დარჩენა და კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა (2+1), პსჟ-მ მას კლუბის სპორტულ პროექტზე კონტროლის უფლება მისცა. კილიანს უფლება აქვს, რომ მწვრთნელის შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღოს და თანაგუნდელების მომავალზე გავლენა მოახდინოს.

მბაპეს 4 მილიონ გირვანქა სტერლინგის უხდიან, რაც 2022 წლის ზაფხულამდე არსებულ ხელფასზე 2 მილიონით მეტია. გარდა ამისა, ფრანგმა ფეხბურთელმა ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ ბონუსად 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოდეგორი რეალზე: ესპანელი, რომ ვყოფილიყავი მეტი შანსი მომეცემოდა
ოდეგორი რეალზე: ესპანელი, რომ ვყოფილიყავი მეტი შანსი მომეცემოდა