ლაშა ტალახაძე, კახი ასანიძე
Aa
Aa

ქართველი ძალოსნები არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შეხვდნენ

#11 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები ქართველ  ძალოსნებს შეხვდნენ. ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, შოთა მიშველიძე, კახი ასანიძე, გიორგი ჩხეიძე და გიორგი ჭინჭარაული არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

როგორ უნდა გახდე წარმატებული სპორტსმენი და რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა ყოველდღიურ ცხოვრებაში - ამ თემებზე სპორტსმენებმა საკუთარი გამოცდილება არასრულწლოვან მსჯავრდებულებს გაუზიარეს. ღონისძიება დიალოგის რეჟიმში წარიმართა და მსჯავრდებულებმა ძალოსნებს სპორტის შესახებ მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს. შეხვედრის დასასრულს ძალოსნებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად ავტოგრაფებით წიგნებიც გადასცეს.

შეხვერდა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით გაიმართა და მას ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი დაესწრო. მსგავსი ღონისძიებები მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დავბრუნდები იმაზე ძლიერი, ვიდრე ვიყავი“ - დავითაძეს ოპერაცია ჩაუტარდა
„დავბრუნდები იმაზე ძლიერი, ვიდრე ვიყავი“ - დავითაძეს ოპერაცია ჩაუტარდა