მესის ძმა: ბარსას ლეომდე არავინ იცნობდა, ესპანელები კი მოღალატეები არიან
ლეო მესის ძმამ მატიასმა ბოლო დღეებში „ბარსელონასთვის“ მოიცალა და კატალონიური კლუბი საჯაროდ გააკრიტიკა. ის ქომაგებსაც გადაწვდა და კრიტიკული ფრაზები მათი მისამართითაც არ დაიშურა.
მატიას მესი ამბობს, რომ „ბარსელონას“ ლეოს გამოჩენამდე არავინ იცნობდა და ყველაფერი მისი ძმის დამსახურებაა.
„ბარსელონას მესის გამოჩენამდე არავინ იცნობდა. იქამდე ესპანეთში მხოლოდ მადრიდის რეალი იყო. და ის, რომ ლეოს მადლობა ასე გადაუხადეს, არ არის კარგი.
ის ადამიანები, რომლებმაც ბარსელონაში კლუბის მუზეუმის მონახულება შეძლეს, ისინი მესის მუზეუმში იყვნენ.
ხალხი ბარსელონაში ლეოს მხარს არ უჭერდა. ისინი საპროტესტო აქციაზე უნდა წასულიყვნენ ან რამე მსგავსი მოემოქმედებინათ, რომ ლაპორტა ეიძულებინათ წასულიყო და მესი დარჩენილიყო.
ესპანელები მოღალატეები არიან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს მინდა ჩვენგან ისმოდეს",
- განაცხადა მატიას მესიმ Twitch-ის პირდაპირ ეთერში.
მატიას მესიმ ასევე განაცხადა, რომ ლეო „ბარსელონაში“ დაბრუნებას არ აპირებს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბში გვარიანი წმენდა ჩატარდება. მათ შორის, „ბარსა“ პრეზიდენტმა ლაპორტამაც უნდა დატოვოს.