ტოტენჰემი, ჰარი კეინი, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

ჰარი კეინი - მანჩესტერის თავსატეხის ბოლო ნაწილი

ჰარი კეინმა „მანჩესტერ სიტის" გაუტანა და გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგაში 200-გოლიან ნიშნულს მიაღწია. აქამდე ეს ალან შირერმა და უეინ რუნიმ მოახერხეს.

პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ჰარი კეინს თავის კარიერაში არაფერი აქვს ისეთი მოგებული, რომ იამაყოს. შეიძლება ის „ტოტენჰემის“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელიც კი იყოს, მაგრამ ტიტულები ნამდვილად საჭიროა..

2 წლის წინ, „მანჩესტერ სიტი“ მის შეძენას აქტიურად ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ამან კი ჰარის ტიტული დააკარგვინა, რადგან იმ სეზონში „სიტიმ“ პრემიერ ლიგა მოიგო.

„ქალაქელებმა“ ერლინგ ჰოლანდი დაიმატეს, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კიდევ ვერ აგვარებს „ცხრიანის“ პრობლემას. „წითელი ეშმაკების“ ჰარი კეინთან დაკავშრება კი იდეალური იქნებოდა..

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „იუნაიტედს“ 29 წლის ინგლისელის გადაბირება სურს. კეინს „დეზებთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, მაგრამ მას არაერთხელ გამოუხატავს იმედგაცრუება იმის შესახებ, რომ ტიტულებს ვერ იგებს.

უკანასკნელ ინტერვიუში „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა განაცხადა:

„ინტერესი არის, მაგრამ ახლა მხოლოდ იმაზე ვარ ორიენტირებული, რასაც ვაკეთებ. ისიც ვიცი, რომ მომავალშიც იქნება „მანჩესტერის“ ინტერესი და ჩემზე ბევრ ჭორს დაწერენ.“

ექვსი თვის წინ, „ოლდ ტრაფორდი“ საუკეთესო არჩევანი არ იყო, მაგრამ ერიკ ტენ ჰაგმა შესანიშნავი ადამიანური მენეჯმენტისა და გონივრული დაკომპლექტების საშუალებით გუნდი სასოწარკვეთილების სიღრმიდან გამოიყვანა და გულშემატკივრებს ნათელი მომავალი დაანახა.

მართლაც, „წითელი ეშმაკები“ „კარაბაოს“ თასის ფინალში გავიდნენ და ევროპის ლიგაზე „ბარსელონას“ ელოდებიან. „იუნაიტედი“ ასევე ასოციაციის თასზეც კარგად გამოიყურება. ძნელია „მანჩესტერი“ პრემიერ ლიგის ფავორიტად ჩაითვალოს, მაგრამ ბურთი მრგვალია და შანსი ყოველთვის არის.

თუ ტენ ჰაგმა „იუნაიტედის“ პროგრესი ასე გააგრძელა, თავისუფლად უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარი ფავორიტი იქნება. ამან კი შესაძლოა კეინის დაყოლიებაც გამოიწვიოს.

„თუ ჰარი კეინი „მანჩესტერში“ წავა, თამამად ვიტყვი, რომ ჩემპიონები გახდებიან.“

- განაცხადა ლუის საჰამ, რომელიც ერთ დროს თავად თამაშობდა „წითელ ეშმაკებში.“

იმ ფეხბურთს, რომელსაც ტენ ჰაგი თამაშობს ჰარი კეინი ძალიან მოუხდება. იმ თავდამსხმელის მოყვანა, რომელიც სეზონში მინიმუმ 25 გოლს გაიტანს თავსატეხის ბოლო ნაწილი იქნება.

ამ დროისთვის, „იუნაიტედი“ ვეგჰორსტს ეყრდნობა. მარსიალის ტრავმიანობა არ დასრულდა, ხოლო მარკუს რაშფორდი მარცხენა ფლანგზე იმდენად კარგია, რომ მისი ცენტრალურ თავდამსხმელად თამაში არც ისე კარგი გადაწყვეტილებაა.

ნიდერლანდელი თავდამსხმელის ერთ-ერთი მთავარი პლუსი უბურთოდ თამაში და ძლიერი პრესინგია, მაგრამ კეინს ზუსტად იგივე და სხვა ბევრი რამის გაკეთება უფრო მაღალ დონეზე შეუძლია. „სპურსის“ კაპიტანი გოლს ყველა წერტილიდან იტანს. თამაშობს ორივე ფეხით და თავით. ასევე აქვს კარგი პასის კულტურა. ზოგადად, მისი საფეხბურთო IQ საკმაოდ მაღალია.

უფრო მარტივად, რომ ვთქვათ ჰარი მსოფლიო დონის მოთამაშეა, რომელიც ნებისმიერ გუნდს მოუხდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, კეინის „მანჩესტერში“ ტრანსფერი ბევრ პრობლემას მოაგვარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენზემას და კურტუას გარეშე - რეალის განაცხადი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის
ბენზემას და კურტუას გარეშე - რეალის განაცხადი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის