საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება თურქეთში მომხდარ ტრაგედიაზე
Aa
Aa

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება თურქეთში მომხდარ ტრაგედიაზე

დღეს, თურქეთში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით 1300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდა ამისა, 5 385 ადამიანი დაშავდა.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გააკეთა:

"საზარელი ტრაგედია დატრიალდა მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და იზიარებს თურქი ხალხის გულისტკივილს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კავშირზეა თურქეთში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებთან, ქართულ კლუბებთან და მსაჯებთან, რომლებიც ამჯერად საწვრთნელ პროცესს თურქეთში გადიან. საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელადაა.

კიდევ ერთხელ გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ მეზობელი ქვეყნის მთელ მოსახლეობას და კოლეგებს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაში. გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები