რეალი მეოთხედფინალშია
რეალი მეოთხედფინალშია
კონტრაქტს ახანგრძლივებს
კონტრაქტს ახანგრძლივებს
ჰოლანდშოუ
ჰოლანდშოუ
რა სანქციები ემუქრება ბარსას
რა სანქციები ემუქრება ბარსას
მერაბი VS იანი ახლოვდება
მერაბი VS იანი ახლოვდება
კვარას რეკორდი
კვარას რეკორდი
გუტის საჩუქარი ხვიჩას
გუტის საჩუქარი ხვიჩას
მილანი მეოთხედფინალშია
მილანი მეოთხედფინალშია
პსჟ დამარცხებულია
პსჟ დამარცხებულია
ჩელსი მეოთხედფინალშია
ჩელსი მეოთხედფინალშია
FIFA THE BEST
FIFA THE BEST
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
დე ლაურენტისი კვარაზე
დე ლაურენტისი კვარაზე
მამარდას 5 სეივი
მამარდას 5 სეივი
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
დაუჯერებელი დრიბლიორი
დაუჯერებელი დრიბლიორი
„მოემზადეთ ტანჯვისთვის“ - ესპანური მედია მამარდას თამაშს აფასებს
Aa Aa
5 თებერვალი 2023  |  22:49

„მოემზადეთ ტანჯვისთვის“ - ესპანური მედია მამარდას თამაშს აფასებს

ლა ლიგის მორიგ ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ჟირონას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

ქართველი მეკარე „ღამურების“ შემადგენლობაში ყველაზე გამორჩეული იყო. მამარდამ ჟირონელების წინააღმდეგ 7 ბურთი მოიგერია და თავის ვალენსიურ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ბუნებრივია, „ქართული კედლის“ კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია ესპანურ მედიას და გავლენიანმა სააგენტოებმა მამარდაშვილის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.

AS.com – „ვალენსიას“ მდგომარეობა ნამდვილად შემაშფოთებელია. „როხიბლანკოებმა“დამსახურებულად გაიმარჯვეს, თუმცა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც „ვალენსია“ უფრო მაღალი სხვაობით არ დამარცხდა, გიორგი მამარდაშვილია. მან რამდენჯერმე გააბრაზა სტუანი და ბორხა გარსია, თუმცა ბოლოს გარსიამ მას მაინც აჯობა.

Marca.com - ერთადერთი ნათელი წერტილი დღევანდელ მატჩში, მოემზადე მესტალიაზე ტანჯვისთვის. მან გარდაცვლილ გუნდს სახე შეუნარჩუნა. მეორე ტაიმში სტუანის ორი სასწაული ბურთი აუღო. ის დიდებული იყო.

Mundodeportivo - მან ჯერ პირველ ტაიმში იხსნა გუნდი რამდენიმე გოლისგან, შემდეგ კი მეორე ტაიმში სტუანის საოცარი ბურთები აუღო. ის დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდა ჟირონას გატანის შესაძლებლობას. ვალენსიაში ნამდვილად საუკეთესო იყო.

20 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-16 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. საგულისხმოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის დასრულების შემდეგ, „ღამურებმა“ ვერცერთი თამაშის მოგება ვერ შეძლეს. ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო 6 თამაშიდან „ვოროს“ გუნდმა 5 წააგო, ერთიც კი ფრედ ითამაშა.

„ვალენსიას“ მომდევნო შეხვედრა 11 თებერვალს, საკუთარ მოედანზე ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ ელის. მატჩი საქართველოს დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი ჯადოქარია“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს
„ნამდვილი ჯადოქარია“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს