ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

მეორე გოლისას მაგრად ითამაშა - ზურიკოს კარგი მატჩი ბორდოში

საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად „პაუს“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ჟირონდინელებმა 2:0 მოიგეს და უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ზურიკომ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 83 წუთი გაატარა და კარგი შეხვედრა ჰქონდა. ქართველი შემტევი აქტიური იყო და 25-ე წუთზე, საგოლე გადაცემის გაკეთებასთან ახლოს იყო. დავითაშვილმა კარგად ითამაშა და ზუსტად ჩააწოდა, თუმცა თავური დარტყმა კარს ააცილა.

„ბორდომ“ ანგარიში პირველ ნახევარში გახსნა. 33-ე წუთზე, ჟირონდინელთა შეტევას ბოკელეს გოლი მოჰყვა და საგოლე იერიშში მონაწილეობა ქართველმა გარემარბმაც მიიღო. 67-ე წუთზე, „ბორდოს“ უპირატესობა ორამდე გაიზარდა. მოედნის ცენტრში, ზურიკომ ბურთი მოიპოვა, ბრწყინვალედ ითამაშა და ლამაზი შეტევა წამოიწყო, რომელიც ბაჯიმ დააგვირგვინა.

ამრიგად, „ბორდოს“ 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილს იკავებს. ჟირონდელები მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს გამართავენ და „ნიორს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც 20 ქულით, მე-19 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მირანჩუკი: „ხვიჩას ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია“
მირანჩუკი: „ხვიჩას ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია“