ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ითამაშებს თუ არა მაგდებურგთან - ბუდუმ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა

„კარლსრუეს“ ქართველმა ახალწვეულმა, ბუდუ ზივზივაძემ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. გერმანულ კლუბს მომდევნო შეხვედრა „მაგდებურგის“ წინააღმდეგ ელის და მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, „კარლსრუეს“ თავკაცს, კრისტიან აიხნერს ბუდუზე ჰკითხეს.

„დღეს, სავარჯიშო მოედანზე პირველად შევხვდები, რაც დაახლოებით 2 საათში მოხდება და არ მაქვს ზუსტი პასუხი, ითამაშებს თუ არა. გასულ კვირას, ჩვენი ბოლო მეტოქის სათასო შეხვედრაში, ნახეთ ფეხბურთელი, რომელთან კონტრაქტის გაფორმებიდან 24 საათიც არ იყო გასული და მან პირველივე შეხებით გოლი გაიტანა.

შევხედავთ როგორ მდგომარეობაში იქნება და დიდი შანსია, მაგდებურგისკენ მიმავალ მატარებელში აღმოჩნდეს. მან უნდა გაიგოს, ჩვენი გუნდი როგორ მუშაობს და უარს არ ვიტყოდი, იგივე მოხდეს, რაც ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის შემთხვევაში. დიდი დრო არ გასულა, რაც ჩვენთან ერთადაა და ახლა ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია“.

შეგახსენებთ, რომ „კარლსრუეს“ 18 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზე იმყოფება. ბუდუს გუნდის მომდევნო მეტოქე, „მაგდებურგი“ ბუნდესლიგა 2-ის ბოლო ადგილზეა, თუმცა „კარლსრუეს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და ზივზივაძესა და კომპანიას მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარიზის გრან სლემი - ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია
პარიზის გრან სლემი - ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია