ბაიერნამდე რეალს შესთავაზეს - რატომ არ გაიფორმეს კანსელუ
Aa
Aa

ბაიერნამდე რეალს შესთავაზეს - რატომ არ გაიფორმეს კანსელუ

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გარიგება ჟოაუ კანსელუს „ბაიერნში“ გადასვლა იყო. „რეკორდმაისტერმა“ პორტუგალიელი ფეხბურთელი იჯარის წესით გაიფორმა და სეზონის ბოლოს, მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბაიერნამდე“ იგი „რეალს“ შესთავაზეს. „სამეფო კლუბი“ მისი გაფორმებით არ დაინტერესებულა, რადგან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ამჟამინდელი შემადგენლობით კმაყოფილი არიან და თვლიან, რომ ჰყავთ განაპირა მცველი, რომლის იმედიც სამომავლოდ ექნებათ. ეს უკანახაზელი ვინისიუს ტობიასია.

„რეალის“ გარდა, „ბარსელონას“ ვარიანტიც იყო, თუმცა „ბლაუგრანას“ პრობლემები ფინანსური საკითხების გამო შეექმნა. კანსელუს ანაზღაურება კატალონიელებისთვის გადაულახავი დაბრკოლება აღმოჩნდა და საბოლოოდ, „სიტი“ „ბაიერნს“ დაუკავშირდა. ჟოაუს მიუნხენელთა პროექტი მოეწონა და „რეკორდმაისტერის“ ვარიანტს მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ კანსელუმ „სიტი“ პეპ გუარდიოლასთან არსებული კონფლიქტის გამო დატოვა, რაც სათამაშო დროის ნაკლებობამ გამოიწვია. პეპის აზრით, 28 წლის უკანახაზელი მინდორზე არასათანადოდ ირჯება, ეს კი ესპანელი სპეციალისტისთვის ყოვლად მიუღებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა პრემიერ ლიგაში? - Daily Express და ბენ იაკობსი შესაძლო ტრანსფერზე
ხვიჩა პრემიერ ლიგაში? - Daily Express და ბენ იაკობსი შესაძლო ტრანსფერზე